მაიამის „ინტერის“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ „ბარსელონას" არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლიონელ სკალონის დასაქმება ურჩია, იუწყება Todofichajes.
კატალონიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე არგენტინელი სპეციალისტის სასარგებლოდ საკუთარი აზრი ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა ხავიერ მასკერანომაც გამოთქვა. სკალონის კონტრაქტი ეროვნულ გუნდთან 2026 წლის ბოლომდე აკავშირებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ურუგვაისთან დამარცხების (0:2) შემდეგ სკალონისთან იჩხუბა, მაგრამ კონფლიქტმა მათ ურთიერთობაზე გავლენა არ მოახდინა.
კვირას, 28 იანვარს, „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ განაცხადა, რომ 2023/24 წლების სეზონის ბოლოს თანამდებობას დატოვებს.