საფრანგეთის ლიგა 2-ის 22-ე ტურში „ბორდომ“ „ანჟერი“ ზურიკო დავითაშვილის გოლით დაამარცხა.
ქართველმა ფეხბურთელმა 89-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო მეტოქის კარი 70-ე წუთზე დალაშქრა და 3 ქულის მომტანი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ „ანჟერი“ ამ ტურამდე ლიდერი იყო და ჟირონდელებთან უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.
ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს აქტივში.
„ბორდო“ 28 ქულით მე-13 ადგილზეა და მომდევნო ტურში 3 თებერვალს, „ტრუას“ უმასპინძლებს.