ფეხბურთი

18:00 | 29.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ქალი მწვრთნელი ბუნდესლიგის ისტორიაში

„უნიონ ბერლინს“ გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურში „დარმშტადთან“ ქალმა უხელმძღვანელა.

მარია-ლუიზ ეტა გახდა პირველი ქალი მწვრთნელი, რომელმაც ბუნდესლიგაში იმუშავა. „უნიონმა“ მეტოქეს 1:0 აჯობა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

32 წლის მარია-ლუიზ ნენად ბიელიცას ასისტენტია, რომელიც 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, სწორედ ამიტომ „უნიონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი შეცვლა მოუწია და მომდევნო ორ შეხვედრაშიც მოუწევს გუნდის გაძღოლა.

0.118086