„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ გუნდიდან მისი წასვლა გუნდში ყველამ უნდა დაიწყოს და მხოლოდ მოედანზე ბრძოლაზე უნდა იფიქრონ.
„ძალიან კარგი იყო, რომ გულშემატკივრებმა ჩემდამი სიყვარული გამოავლინეს, კარგი ატმოსფერო გვჭირდება, რომ გულშემატკივრებმა მწვრთნელზე არ იფიქრონ. ჩემი საკითხი უნდა დავივიწყოთ და ყველა მეტოქეს გიჟივით ვებრძოლოთ. ეს არის ის, რაც გვინდა“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ „ნორვიჩი“ 5:2 დაამარცხა და ასოციაციის თასის მერვედფინალში გავიდა.