პანამური ფეხბურთის ლეგენდა ლუის ტეხადა მოულოდნელად 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის ვეტერანების მატჩში თამაშობდა, როდესაც მოედანზე შეუძლოდ გახდა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი გარდაიცვალა.
ლუის ტეხადა პანამის ნაკრების ისტორიაში რეკორდსმენია, როგორც ჩატარებული მატჩების (108), ისე გოლების (43) რაოდენობით. მან 2018 წლის მუნდიალზეც ითამაშა.