კალათბურთი

10:27 | 29.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ლიგა ენდესაში იანვრის საუკეთესო მოთამაშე გახდა (+VIDEO)

„ლენოვო ტენერიფეს“ კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესაში იანვრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

2024 წლის პირველ თვეში ქართველი ცენტრის საშუალო მარგი ქმედების კოეფიციენტი 24.3 გამოდგა, რითაც MVP-ის ტიტული მოიპოვა, კარიერაში მე-12-ედ, რაც რეკორდია.

გიორგიმ იანვარში 4 მატჩი ჩაატარა, საიდანაც „ტენერიფემ“ 3 მოიგო, ხოლო ერთხელ დამარცხდა. „მურსიასთან“ ქართველის მონაგარი 13 ქულა და 10 მოხსნა (20 მარგი ქმედების კოეფიციენტი), „ბარსელონასთან“ თავის გუნდს 22 ქულა და 8 მოხსნა შესძინა (23), „მონბუსთან“ 13 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი (22), ხოლო საუკეთესო თამაში „ჟუვენტუტთან“ ჰქონდა - 21 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 32 მარგი ქმედების კოეფიციენტი.

შედეგად, იანვარში საშუალოდ მისმა მონაგარმა 17 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 24.3 მარგი ქმედების კოეფიციენტი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ლიგა ენდესაში თვის MVP-ს ჯილდო ყველაზე მეტჯერ გიორგი შერმადინს აქვს მიღებული (12) და მან ამჯერად თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. მეორე პოზიციაზე ტანოკა ბერდია (10).

0.125399