იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე „ნაპოლი“ რომში, „ლაციოს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა.
ქართველ ფეხბურთელს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია. მის გარდა, ვალტერ მაძარის სხვადასხვა მიზეზით ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, ჯოვანი სიმეონე, მატიას ოლივერა, ვიქტორ ოსიმენი აკლდა, მაგრამ სერიოზული დანაკლისის მიუხედავად „ნაპოლიმ“ რომიდან ქულა მაინც წაიღო.
თამაში ძალიან მოსაწყენი გამოდგა და შედეგი ლოგიკურია - 0:0. გოლი როგორ გავიდოდა, როცა ორივე გუნდმა კარში ერთადერთხელ დაარტყა, ეს დარტყმა მასპინძელთა აქტივშია.
„ნაპოლი“ 32 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 თებერვალს, „ვერონას“ უმასპინძლებს.