მიუნხენის „ბაიერნს“ კინგსლი კომანი გამოაკლდა. ფრანგმა ფეხბურთელმა ტრავმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში „აუგსბურგთან“ მიიღო.
როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, დაზიანება სერიოზულია და კომანი მოედანზე დაახლოებით 3 თვის განმავლობაში ვერ გავა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ სეზონის მიწურულს თუ დაბრუნდება.
კინგსლი კომანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 24 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.