ესპანეთის ლიგა ენდესას მეოცე ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ საკუთარ მოედანზე „მურსია“ დაძაბულ ბრძოლაში 75:73 დაამარცხა.
გიორგი შერმადინი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ორმაგი დუბლი შეასრულა: 27 წუთში 13 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
„ლენოვო ტენერიფე“ 11 მოგებით და 9 წაგებით სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 თებერვალს, „ბასკონიას“ უმასპინძლებს.