ფეხბურთი

22:53 | 27.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსმა“ „ემპოლის“ ვერ აჯობა, გოგლიჩიძე სათადარიგო იყო

იტალიის სერა A-ს 22-ე ტურში, ერთ-ერთმა ლიდერმა, „იუვენტუსმა“ აუტსაიდერ „ემპოლის“ უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

ტურინელებს მსაჯმა უკვე მე-18 წუთზე პოლონელი არკადიუშ მილიკი გაუძევა დ საქმე გაურთულა. მიუხედავად ამისა „იუვენტუსი“ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და 50-ე წუთზე დუშან ვლაჰოვიჩმა ანგარიში გახსნა.

თუმცა „ემპოლი“ დანებებას არ აპირებდა და 70- წუთზე ტომაზო ბალდანციმ გაათანაბრა.

ემპოლელთა ქართველი ახალწვეული, საბა გოგლიჩიძე სათადარიგო გახლდათ.

ახლა „იუვენტუსმა“ 53 ქულა მოაგროვა და ცხრილში გალიდერდა, თუმცა ჩემპიონობის მთავარ კანდიდატ „ინტერს“ ორი ქულით და ამდენივე თამაშით ნაკლები აქვს. 17-ქულიანი „ემპოლი“ კი ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.

0.120642