ფეხბურთი

21:54 | 27.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მეცმა" ლიგა 1-ში ზედიზედ მეექვსედ წააგო, მიქაუტაძემ 83 წუთი ითამაშა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში „მეცი“ სტუმრად „ნიცასთან“ 0:1 დამარცხდა და ზედიზედ მეექვსე თამაში წააგო.

ლაშლო ბოლონის გუნდის პრობლემები შეტევაში ვერც გიორგი მიქაუტაძემ მოაგვარა, რომელიც მოედანზე 83 წუთის განმავლობაში იყო, თუმცა თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. „ნიცამ“ გამარჯვების გოლი 76-ე წუთზე პენალტით გაიტანა.

„მეცი“ ლიგა 1-ში 16 ქულით მე-15 ადგილზე, გასავარდნი ზონის მიჯნაზეა და მომდევნო ტურში 4 თებერვალს, „ლორიენს“ უმასპინძლებს, რომელიც ბოლო პოზიციაზეა.

0.114654