NBA-ში ლუკა დონჩიჩმა ფენომენალური მატჩი ჩაატარა. "დალას მავერიკსმა", სადაც სლოვენიელი კალათბურთელი თამაშობს, "ატლანტა ჰოუქსი" 148:143 დაამარცხა, "დალასის" ქულების ნახევარი - 73 ქულა კი სწორედ დონჩიჩის ანგარიშზე იყო.
ეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში მეოთხე საუკეთესო შედეგია. 24 წლის კალათბურთელს სამმაგი დუბლის გაფორმებაც შეეძლო, თუმცა ამ შედეგამდე მხოლოდ 3 პასი დააკლდა.
ლუკამ 44 წუთი ითამაშა და მის ანგარიშზე 73 ქულასთან ერთად 10 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო. სლოვენიელმა ფორვარდმა საკუთარი რეკორდი 13 ქულით გააუმჯობესა და გარდა ამისა არაერთი რეკორდი დაამყარა.
მან 33-დან 25 სროლა გამოიყენა, რომელტაგანაც 13-დან 8 სამქულიანი, 20-დან 17 ორქულიანი და 16-დან 15 საჯარიმო იყო. გარდა ამისა +- მაჩვენებელი +13 ჰქონდა და მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
დონჩიჩი პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც 73 ქულა ისე დააგროვა, რომ მისი სროლების 75% ზუსტი იყო.
"მავერიქსმა" ამ გამარჯვებით სამ მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას ლუკა და მისი თანაგუნდელები 28 იანვარს, "საკრამენტო კინგსის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.