ინგლისის ასოციაციის თასის 1/16 ფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად ლონდონის „ტოტენჰემი“ ნათან აკეს მიერ 88-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
უგოლოდ დასრულდა და „ჩელსი“ – „ასტონ ვილას“ შეხვედრა, შესაბამისად გადათამაშება დაინიშნა, რომლის მასპინძელი უკვე უნაი ემერის გუნდი იქნება.
დღესვე, კიდევ ორი მატჩი დასრულდა ფრედ: „ბრისტოლი“ – „ნოტინგემი“ (0:0) და „შეფილდი უენსდი“ – „ქოვენთრი“ (1:1). ამ შეხვედრებშიც საპასუხო დუელები ჩაინიშნა. სამაგიეროდ, მომდევნო ეტაპზე გავიდა „ბორნმუთი“, რომელმაც „სუონსი“ 5:0 გაანადგურა.