ფეხბურთი

23:57 | 26.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა ანიელი: "სუპერლიგაში ყველა თავისუფლად შემოვიდა, თავზე იარაღი არავისთვის დაგვიდია"

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ განაცხადა, რომ „ბებერ ქალბატონში“ დაბრუნებას არ გამორიცხავს. გარდა ამისა, მან სუპერლიგაზეც გააკეთა კომენტარი.

„იუვენტუსში“ რონალდუს ტრანსფერი კარგი სვლა იყო, პანდემიის გარეშე სულ სხვა ამბავი იქნებოდა. კაპიტალის მოგების საქმე? დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი წესების მიხედვით გავაკეთეთ, ფინანსური სტანდარტების შესაბამისად. „იუვეში“ დაბრუნება? აბსოლუტურად არაფერს გამოვრიცხავ.

ჩეფერინი? ვფიქრობ, რომ დრო ჯენტლმენია და ყველაფერი იმედია, საბოლოოდ გაირკვევა. თუ არადა, ჩემი სინდისი ისედაც ძალიან სუფთაა. ფინანსური კრიზისი ფეხბურთში? მას შემდეგ, რაც ფეხბურთი თამაშიდან ბიზნესად იქცა, ფეხბურთს თავისი მმართველობა ბიზნესის შესაბამისად არ განუვითარებია. სამართლიანია იმის თქმა, რომ კლუბების უმეტესობა ფულს კარგავს. ან ჩვენ ყველანი არაკომპეტენტურები ვართ, ან სისტემას აქვს გარკვეული ხარვეზები.

სუპერლიგა სწორედ იმ პრობლემებზე იყო პასუხი, რაც ფეხბურთს ჰქონდა და ახლაც აქვს: ფინანსური არასტაბილურობა, ფინანსური მდგრადობა, პოლარიზაცია. მე არავისთვის თავზე იარაღი არ დამიდია, ყველამ თავისუფლად მოაწერა ხელი, ზოგმა ცოტა შეშინებულმა, ზოგმა უფრო შეგნებულად, მაგრამ ყველამ თავისი არჩევანით.

როდესაც 1997 წელს ჩემი ძმა გარდაიცვალა, მამაჩემთან ოთახში შევედი და მან მითხრა: „ეს ნიშნავს შენთვის უფრო მეტ პასუხისმგებლობას“. მე არ ვუპასუხე და მანაც მეტი არაფერი მითხრა. ეს არის ფრაზა, რომელიც გონებაში სამუდამოდ დამრჩა“, - თქვა ანიელიმ.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა ანიელი „იუვენტუსის“ პრეზიდენტი 2010-2023 წლებში იყო. მამამისი იყო უმბერტო ანიელი, ხოლო ბიძა - ჯანი ანიელი. 1997 წელს სიმსივნით მისი უფროსი ძმა ჯოვანინო ანიელი გარდაიცვალა, რომელსაც ოჯახი „იუვენტუსის“ პრეზიდენტის პოსტზე ამზადებდა. ტურინულ კლუბს ანიელების ოჯახი 1923 წლიდან ფლობს, ხოლო ამჟამად ჯონ ელკანი ხელმძღვანელობს, რომელიც ჯანი ანიელის შვილისშვილია (ქალიშვილის მხრიდან).

0.128287