ფეხბურთი

23:10 | 26.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას და ლაშა დვალის გოლები კვიპროსის ჩემპიონატში (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურში „აპოელმა“ სტუმრად „ნეა სალამისი“ 4:0 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში ნიქოზიელთა ორივე ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქვილითაიამ და ლაშა დვალმა გოლები გაიტანეს. ქვილითაიამ 36-ე წუთზე საჯარიმოს გარედან შეაგდო, ხოლო 51-ე წუთზე თავის გამოჩენა დვალმაც მოახერხა, რომელმაც სხვათა შორის, ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო გატანა.

ლაშამ მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა, თუმცა მეორე კონკრეტულად კვიპროსის ჩემპიონატში. ქვილითაიას აქტივში 6 გოლია, 5 ჩემპიონატში და ერთიც კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

ნიქოზიის „აპოელი“ 48 ქულით ლიდერობს კვიპროსის ჩემპიონატს და უახლოეს მდევარ აეკ-ს 6 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 30 იანვარს, „კარმიოტისას“ უმასპინძლებს.

0.117647