რაგბი

20:16 | 26.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩებისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირა დარჩა. ბორჯღალოსნები ჯგუფური ეტაპის პირველ თამაშს სტუმრად გერმანიასთან გამართავენ, ნიდერლანდებს და ესპანეთს კი თბილისში, „ავჭალაზე“ უმასპინძლებენ.

შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა შარშან 8-მდე გაიზარდა და ისინი ორ 4-4 გუნდა ჯგუფში გადანაწილდნენ. ერთწრიანი ჯგუფური ეტაპის შემდეგ, თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გადის, ქვედა ოთხეულის გუნდები კი მე-5 ადგილისთვის აგრძელებენ ბრძოლას.

საქართველო პირველ თამაშს 4 თებერვალს გერმანიასთან, დესაუში გამართავს. შეხვედრა საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება; 10 თებერვალს ბორჯღალოსნები ნიდერლანდებს „ავჭალაზე“, 14 საათზე მასპინძლობენ; ჯგუფურ ეტაპს კი 17 თებერვალს ასევე „ავჭალაზე“, 16 საათზე ესპანეთთან რკენით ასრულებენ.

ნიდერლანდებთან და ესპანეთთან გასამართი შეხვედრებისთვის ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო. მათ შესაძენად გადადით ლინკზე:

http://tkt.ge/Rugby

0.115971