ფეხბურთი

14:47 | 26.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთის ჩემპიონატში ითამაშებს

ვაკო ყაზაიშვილი კარიერას ჩინეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. ქართველმა ფეხბურთელმა კონტრაქტი „შანდონგ ტაიშანთან“ ოფიციალურად გააფორმა.

ყაზაიშვილს სამხრეთკორეულ „ულსანთან“ კონტრაქტი ამოეწურა, რომელიც დატოვა და ჩინურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ ვაკო ყაზაიშვილმა „ულსანის“ მაისურით 2020 წლიდან 132 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარში 35 გოლი გაიტანა. 30 წლის ფეხბურთელს მანამდე რუსთავის „მეტალურგში“, „ვიტესში“, „ლეგიასა“ და „სან ხოსეში“ აქვს ნათამაშები, საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 63 მატჩში კი 13 გოლი მიითვალა.

„შანდონგ ტაიშინი“ ჩინეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ ჩემპიონ „შანხაის“ ჩამორჩა. ყაზაიშვილის ახალი გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგაზეც გამოდის, სადაც მერვედფინალში იაპონურ „კავაზაკის“ გაეჯიბრება.

0.113356