ფეხბურთი

14:22 | 26.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ნაპოლიმ" ბელგიელი ნახევარმცველი დაიმატა

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ ნახევარმცველი, ლეანდერ დენდონკერი „ნაპოლიში“ გაანათხოვრა.

28 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ის ნეაპოლელთა მეოთხე ახალწვეულია მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში პასკუალე მაძოკის, ჰამედ ჟუნიორ ტრაორესა და სირილ ნგონგეს შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ლეანდერ დენდონკერმა „ასტონ ვილაში“ 36 მატჩში 1 გოლი გაიტანა, მანამდე კი „ანდერლეხტის“ და „ვულვზის“ წევრი იყო. ბელგიის ნაკრებში მის ანგარიშზე 32 მატჩში 1 გოლია.

0.115268