ჩოგბურთი

13:15 | 26.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

იანიკ სინერმა ავსტრალიაში ნოვაკ ჯოკოვიჩის წაუგებელი სერია დაასრულა და ფინალში გავიდა

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნოვაკ ჯოკოვიჩის უძლეველი სერია დასრულდა. სერბ ჩოგბურთელს ნახევარფინალში იანიკ სინერმა აჯობა და ფინალს მიღმა დატოვა.

იტალიელმა ჩოგბურთელმა თავიდანვე მაგრად დაიწყო და ორი სეტი ნოლეს უშანსოდ, 6:1, 6:2 მოუგო. მესამე სეტში ნოვაკმა იბრძოლა და გაჭირვებით, მაგრამ მაინც ტაი ბრეიკზე მოიგო, რითაც შანსი შეინარჩუნა, მაგრამ ნათელი იყო, რომ ეს დღე სინერის იყო, რომელმაც მეოთხე სეტიც პრობლემების გარეშე მოიგო (6:3) და ფინალში გავიდა.

საბოლოოდ, იანის სინერმა ჯოკოვიჩს 6:1, 6:2, 6:7, 6:3 აჯობა და კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის ფინალში.

ნოვაკ ჯოკოვიჩის 33-მატჩიანი მოგებების სერია ავსტრალიის ღია პირველობაზე დასრულებულია!

0.121847