„რომას“ თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ განაცხადა, რომ ორ წელიწადში საუდის არაბეთის ჩემპიონატი მსოფლიოში საუკეთესო იქნება.
ბელგიელმა ფორვარდმა ეს კომენტარი ადგილობრივ მედიასთან გააკეთა „რომას“ და „ალ-შაბაბის“ სპარინგის შემდეგ, რომელიც იტალიელებმა 2:1 მოიგეს.
„ჩემი აზრით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში საუდის არაბეთის პრო ლიგა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება, თუ არა საუკეთესო. კლუბები დიდ ფინანსებს ხარჯავენ, რომ დიდი ფეხბურთელები ჩამოიყვანონ, ამიტომ შეიძლება მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატი გახდეს“, - თქვა ლუკაკუმ.