ფეხბურთი

16:15 | 25.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ივან იურიჩი: "საზონოვს მარჯვნივ თამაში შეუძლია, მაგრამ მირჩევნია ცენტრში ითამაშოს"

„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა სერია A-ს 22-ე ტურში „კალიარისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ხორვატმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, ვინ შეცვლის ტრავმირებულ კოფი ჯიჯის. როგორც მან თქვა, საბა საზონოვს მარჯვენა ცენტრალურ მცველად თამაში შეუძლია, მაგრამ მისი აზრით, ქართველი უკეთ 3-კაციანი დაცვის ცენტრში გამოიყურება.

„მისი თვისებებიდან გამომდინარე მირჩევნია, რომ საზონოვმა ცენტრში ითამაშოს, მიუხედავად იმისა, რომ მარჯვნივაც თამაში შეუძლია. არ ვიცი, ვინ შეცვლის ჯიჯის, დღეს ვარჯიში ჯერ კიდევ გვაქვს და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებ“, - აღნიშნა იურიჩმა.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვმა მიმდინარე სეზონში „ტორინოს“ მაისურით მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა, ძირითად შემადგენლობაში კი, ერთხელ იყო. „ტორინო“ სერია A-ში 28 ქულით მე-10 ადგილზეა, ხოლო „კალიარის“ 26 იანვარს შეხვდება.

0.111694