თამაშგარე

20:47 | 25.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიელი ასულის გამაგრილებელი სილამაზე

მაშინ, როდესაც საქართველოში მხედრიონი დაძრწოდა და რუსეთში ოლიგარქები ძალას იკრებდნენ, ყოფილი იუგოსლავიის სოციალისტურ რესპუბლიკა სლოვენიაში, ახალგაზრდა ბირთვის მკვრელი, ვინმე მათიას ტერანრი თავს არ ზოგავდა წარმატების მისღწევად, თუმცა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის გარდა წუთისოფელს ვერაფერს გამორჩა. სამაგიეროდ, კაცთა მოდგმას და პირველყოვლისა დამოუკიდებელ სლოვენიას დაუტოვა პირმშვენიერი ასული თედეია, რომელმაც 2007 წელს დიდ აღიარებას, - „მის სლოვენიად“ კურთხევას უწია და ტერანრების გვარში ამით გადაიფარა ის არაფრისმომტანი წვალება და ოფლისღვრა, რაც ტანჯულმა მამამისმა ლამის სამემკვიდრეო კოშმარად აქცია.

ახლა მშვენიერი თედეია მართლაც რომ წარმატებული ქალია და არამხოლოდ სამოდელო ფიცარნაგზე აჩქარებით გავლა-გამოვლის მხრივ. მან თავი ბიზნესშიც სცადა დ იქაც საკმაო წარმატებას მიაღწია. ბალკანეთის ქვეყნებში და იტალიაში საკმაოდ პოპულარულა მის მიერ წარმოებული გამაგრილებელი სასმელი, რომლიც შაქარს არ შეიცავს და ზედმეტად ფერ-ხორციანობის მოშიშარ ხალხსაც მეტი რა უნდა?...

0.117345