გუშინ, 24 იანვარს, ინგლისის ლიგის თასის საპასუხო ნახევარფინალში „ლივერპული“ „ფულემს“ დაუზავდა. შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა, თუმცა პირველ მატჩში გამარჯვების წყალობით იურგენ კლოპის გუნდმა ტურნირის ფინალში გასვლა შეძლო (3:2 - საერთო ანგარიში).
ამრიგად, „ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასის ფინალში მე-14-ედ გავიდა, რაც რეკორდია ინგლისურ გუნდებს შორის. მერსისაიდელებმა ეს ტურნირი ცხრაჯერ მოიგეს, რაც ასევე რეკორდია.
ფინალში „ლივერპული“ ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 25 თებერვალს „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება.
21 ტურის შემდეგ კლოპის გუნდი 48 ქულით პრემიერლიგას ლიდერობს. მეორე ადგილზე „მანჩესტერ სიტია“ (43 ქულა).