ვეტერანი მექსიკელი ფეხბურთელი ხავიერ ერნანდესი (ჩიჩარიტო) 14-წლიანი პაუზის შემდეგ მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.
ჩიჩარიტომ კონტრაქტი „ჩივას გვადალახარასთან“ გააფორმა. მან კარიერა სწორედ ამ კლუბში დაიწყო, რომლის მაისურით 2006-2010 წლებში 79 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა.
შემდეგ ჩიჩარიტოს კარიერაში იყო „მანჩესტერ იუნაიტედი“, მადრიდის „რეალი“, „ლევერკუზენი“, „ვესტ ჰემი“ და „სევილია“, ბოლოს კი, ამერიკაში, ლოს ანჯელეს „გალაქსის“ ღირსებას იცავდა.