ფეხბურთი

20:32 | 24.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" ედერ მილიტაოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

მადრიდის „რეალმა“ ედერ მილიტაოს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ბრაზილიელი მცველი „სამეფო კლუბში“ 2028 წლის ზაფხულამდე დარჩება. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

მილიტაომ კარიერა სამშობლოში, „სან პაულუში“ დაიწყო, ხოლო შემდეგ „პორტუს“ ღირსებას იცავდა. მადრიდის „რეალში“ ედერი 2019 წლიდან თამაშობს და 143 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი.

0.117218