ფეხბურთი

20:19 | 24.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

მოიზე კინი კარიერას "ატლეტიკოში" გააგრძელებს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი მოიზე კინი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს.

მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და 23 წლის იტალიელი ფორვარდი დიეგო სიმეონეს გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდება.

მოიზე კინი „იუვენტუსის“ აღზრდილია, სადაც მთავარ გუნდში 2016-2019 წლებში 21 მატჩში 8 გოლი გაიტანა, იჯარით ამ პერიოდში ის „ვერონაშიც“ იყო. ტურინელებმა კინი 2019 წელს „ევერტონში“ გაყიდეს, სადაც მან ფეხი ვერ მოიკიდა და მერე ერთი სეზონი პსჟ-ში გაატარა. 2021 წელს ტურინელებმა მოიზე ისევ იყიდეს და მას შემდეგ 93 თამაშში თავი 14-ჯერ გამოიჩინა, ხოლო იტალიის ნაკრებში 15 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

0.120243