ფეხბურთი

14:30 | 24.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილით ორი კლუბი ინტერესდება

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა შესაძლოა „ბორდო“ დატოვოს.

როგორც Webgirondins-ი იტყობინება, დავითაშვილით ორი კლუბია დაინტერესებულია, მათ შორის ერთი ცენტრალური აზიიდან. თუმცა, კლუბების სახელები არ გაჟღერებულა. ზურიკოს პასუხი დღესაა მოსალოდნელი და დიდი შანსია, რომ მან მომდევნო მატჩში „ანჟერის“ წინააღმდეგ აღარ ითამაშოს, რადგან სატრანსფერო ფანჯარა ერთ კვირაში იხურება. მოკლედ, ყველაფერი მალე უნდა გაირკვეს.

დავითაშვილმა გუშინ, „ვალანსიენთან“ მოედანზე 90 წუთი გაატარა, თუმცა დიდი ალბათობით, ეს მისი ბოლო მატჩი იყო ფრანგული კლუბის მაისურით.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი „ბორდომ“ 2022 წელს იჯარით დაიმატა, გასულ ზაფხულს კი გამოისყიდა და კონტრაქტი 2027 წლამდე გაუფორმა. ქართველმა ფეხბურთელმა ჟირონდელთა მაისურით 53 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.

0.133625