ფეხბურთი

12:20 | 24.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" მზადაა ნიდერლანდელ ნახევარმცველში 40 მილიონი გადაიხადოს

ტურინის „იუვენტუსს“ ბერგამოს „ატალანტას“ და ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველის, ტეუნ კოოპმაინერსის შეძენა სურს.

როგორც ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, ტურინელები ეცდებიან, ტრანსფერი 3 თებერვლამდე დახურონ. თუმცა, შეთანხმების შემთხვევაში, ნიდერლანდელი მიმდინარე სეზონს „ატალანტაში“ ჩაამთავრებს და „იუვეს“ ზაფხულში შეუერთდება.

„იუვე“ მზადაა „ატალანტას“ გუნდის ლიდერის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო და პლუს ბონუსებიც გადაუხადოს.

25 წლის ფეხბურთელი „ალკმაარის“ აღზრდილია, „ატალანტას“ კი 2021 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 104 მატჩში 21 გოლი გაიტანა. ნიდერლანდების ნაკრებში კოოპმაინერსს 20 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

0.071389