ფეხბურთი

10:29 | 24.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ფეხბურთელი: "მაძარი შეცდა, კვარაცხელია არ უნდა შეეცვალა"

ვეტერანმა ფეხბურთელმა რობერტო რამბაუდიმ განაცხადა, რომ „ინტერთან“ მატჩში ვალტერ მაძარი შეცდა და ხვიჩა კვარაცხელია არ უნდა შეეცვალა.

როგორც მან აღნიშნა, მაძარი ჯოვანი სიმეონეს გაძევების შემდეგ დაიბნა და არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო.

„ნაპოლიმ“ ერთი საათი კარგად ითამაშა, გუნდს მაძარის ხელწერა ეტყობოდა. თუმცა, გაძევების შემდეგ მწვრთნელი დაიბნა და ძალიან მალე დანებდა, მენტალურადაც. მის ადგილას სხვანაირად მოვიქცეოდი: კვარა მოედანზე უნდა დაეტოვებინა, რომ შეტევაში მეტოქისთვის პრობლემები შეექმნა, ხოლო პოლიტანო შესაცვლელი იყო, რადგან ცუდად ითამაშა. მაძარი შეცდა. სიმეონეს გაძევება? მან იცოდა, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა, ამიტომ თავი უნდა აერიდებინა ასეთი მოქმედებისთვის“, - თქვა რამბაუდიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 28 იანვარს, „ლაციოსთან“ ჩაატარებს, თუმცა დისკვალიფიკაციის გამო ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია მონაწილეობას ვერ მიიღებს.

0.116545