კალათბურთი

0:06 | 24.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის ბრწყინვალე თამაში ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ სტუმრად „პინარ კარშიაკა“ 106:97 დაამარცხა.

მატჩის ბედი ოვერ-ტაიმში გადაწყდა, რომელშიც ესპანელებმა 17:8 იმარჯვეს.

გიორგი შერმადინმა შესანიშნავად ითამაშა. ქართველმა ცენტრმა 34 წუთში 25 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 12-დან 9 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

„ტენერიფეში“ ასევე გამოირჩა კაილ გაი, რომელმაც 25 ქულა დააგროვა, ხოლო თურქულ გუნდში საუკეთესო ვერნონ ქერი იყო 27 ქულით და 7 მოხსნით.

„ლენოვო ტენერიფე“ მეორე ტურში 31 იანვარს, „პერისტერის“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.112118