„ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს 22-ე ტურის მატჩს რომის „ლაციოსთან“ საკადრო პრობლემებით ხვდება.
ვალტერ მაძარის გუნდს უახლოეს შეხვედრაში ტრავმების გამო ალექს მერეტი, მატიას ოლივერა, ჰამედ ტრაორე და ნათანი ვერ დაეხმარებიან. გარდა ამისა, დისკვალიფიკაციის გამო მოედანზე ვერ გავლენ ხვიჩა კვარაცხელია, იენს კაიუსტე და ჯოვანი სიმეონე, ხოლო ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა და ვიქტორ ოსიმენი აფრიკის თასზე თამაშობენ.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის: საეჭვოა პასკუალე მაძოკის, დიეგო დემეს, მატეო პოლიტანოს და მარიო რუის თამაშიც, რომლებსაც დაზიანებები აწუხებთ.
ამგვარად, „ლაციოსთან“ საგარეო მატჩში „აძურის“ 9 ფეხბურთელი დააკლდება, ხოლო კიდევ ოთხის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. შეგახსენებთ, რომ „ლაციოსა“ და „ნაპოლის“ მატჩი 28 იანვარს გაიმართება.