ვეტერანი ჩილელი ფეხბურთელი არტურო ვიდალი სამშობლოში დაბრუნდა და „კოლო კოლოში“ ითამაშებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
მშობლიურ კლუბს არტურო 17-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. „კოლო კოლოში“ ვიდალი 2005-2007 წლებში ირჯებოდა და 56 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.
არტურო ვიდალის კარიერაში ასევე იყო „ლევერკუზენი“, „იუვენტუსი“, „ბაიერნი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „ფლამენგო“ და „ატლეტიკო პარანაენსე“.