მადრიდის „რეალმა" ესპანური პრიმერა დივიზიონის 21-ე ტურის მატჩში „ალმერიას“ 3:2 მოუგო. გამარჯვების გოლი დანიელ კარვახალმა 98-ე წუთსა და 33-ე წამზე გაიტანა.
ამ გამარჯვებით მადრიდის „რეალი“ გახდა ლა ლიგის პირველი კლუბი, რომელმაც საკუთარ სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 1000 მატჩი მოიგო. მანამდე ესპანეთის ჩემპიონატში არცერთ კლუბს არ დაუძლევია ასეთი ზღვარი - წერს ტვიტერში ჟურნალისტი პედრო მარტინი.
„ვალენსიამ“ „მესტალიაზე“ 906 გამარჯვება მოიპოვა, „ბარსელონამ“ კი „კამპ ნოუზე“ – 889.
ამ დროისთვის, პრიმერაში ჩატარებული 19 მატჩის შემდეგ, „რეალი“ 48 ქულით მეორე ადგილზეა. ჩემპიონატის ლიდერი 20 თამაშის შემდეგ „ჟირონაა,“ რომელსაც 49 ქულა აქვს.