ფეხბურთი

23:42 | 22.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

79 წლის ასაკში ჯიჯი რივა გარდაიცვალა

ლეგენდარული ფეხბურთელი ლუიჯი (ჯიჯი) რივა 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. იტალიური ფეხბურთის ლეგენდა გულის შეტევის შედეგად ქალაქ კალიარიში გარდაიცვალა.

ჯიჯი რივამ 1965-1974 წლებში იტალიის ნაკრებში 42 მატჩში 35 გოლი გაიტანა, რითაც დღემდე „სკუადრა აძურას“ ყველა დროის ბომბარდირია. 1967, 1969 და 1970 წლებში სამჯერ სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიგო. მან მთელი კარიერა „კალიარიში“ გაატარა, სადაც 374 შეხვედრაში თავი 207-ჯერ გამოიჩინა და ცხადია, სარდინიული გუნდის ყველა დროის ბომბარდირიცაა.

1968 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, 1970 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ხოლო ამავე წელს „კალიარის“ ისტორიაში ერთადერთი სკუდეტო მოაგებინა.

ჯიჯი რივას ცოტა დააკლდა ოქროს ბურთის მოგებამდეც, რადგან 1969 წელს მეორე, ხოლო 1970 წელს მესამე ადგილი ერგო.

0.060709