ფეხბურთი

16:12 | 22.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბანეგამ საუდის არაბეთი დატოვა და არგენტინის ჩემპიონატში ითამაშებს

ვეტერანმა არგენტინელმა ნახევარმცველმა ევერ ბანეგამ საუდის არაბეთი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა.

35 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2025 წლამდე „ნიუელს ოლდ ბოიზთან“ გააფორმა. ბანეგა ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში „ალ-შაბაბის“ ღირსებას იცავდა, სადაც 105 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა.

ევერს 2013-2014 წლებში აქვს ნათამაშები „ოლდ ბოიზში“, კარიერის განმავლობაში კი ასევე „ბოკა ხუნიორსის“, „ვალენსიას“, „ატლეტიკოს“, „სევილიას“ და „ინტერის“ ღირსებას იცავდა.

0.119131