ფეხბურთი

14:17 | 22.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: კვარაცხელია "ინტერისთვის" პირველი საფრთხე იქნება

Gazzetta Dello Sport-ი „ნაპოლი“ – „ინტერის“ მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორზე აკეთებს აქცენტს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვალტერ მაძარი ეცდება, რომ ქართველი ფეხბურთელი უფრო ცენტრალურ ზონაში გამოიყენოს.

„ოსიმენის გარეშე კვარაცხელია იქნება პირველი საფრთხე სიმონე ინძაგისთვის, რომელიც გასაკვირი არ არის მის მეურვეობას ისეთ მსოფლიოს ჩემპიონს მიანდობს, როგორიც ბენჟამინ პავარია. ეს იქნება სიმართლის ტესტი ხვიჩასთვის, ბენჟამინისთვის კი სანდოობის ტესტი, რომელიც დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა და „ნერაძურის“ დაცვაში საკვანძო ფიგურაა. თუმცა, ცხადია, რომ „ნაპოლის“ მარცხენა ფლანგზე ნაპერწკლები გაჩნდება, იმიტომ, რომ სწორედ იქიდან შეეცდება „ნაპოლი“ მეტოქის დაცვა დაარღვიოს, აქცენტი გააკეთოს თავისი ტალანტის ბრწყინვალებაზე. მაგიური წლის შემდეგ კვარას საკუთარი თავის იგივენაირად წარმოჩენის სირთულეები აქვს.

ამიტომაც, მაძარი კვირების განმავლობაში ქართველს უფრო ცენტრში ათამაშებს, ფორვარდთან ახლოს, ზოგჯერ მის უკანაც, თითქოს, შემტევი ნახევარმცველი იყოს. ცენტრში, ხაზებს შორის უფრო ადვილი დასარტყმელ პოზიციაზე გასვლა და ამისთვის სულაც არ არის საჭირო მეტოქის მცველის მოტყუება. დღევანდელი მატჩი ძალიან რთული იქნება, რადგან პავარმა „ნერაძურის“ დაცვის ხარისხი კიდევ უფრო გაზარდა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ინტერის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.113543