ფეხბურთი

13:12 | 22.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისმა "ინტერთან" მოგებაზე ფულადი პრემია დააწესა

დღეს, იტალიის სუპერთასის ფინალში „ნაპოლი“ „ინტერს“ დაუპირისპირდება. როგორც იტალიური მედია წერს, კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მოგებაზე ფულადი პრემია დააწესა.

თანხის ოდენობა უცნობია, მაგრამ გავრცელებული ცნობით, თუ „ნაპოლი“ გაიმარჯვებს, დე ლაურენტისი ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს დააჯილდოებს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ იტალიის სუპერთასი აქამდე ორჯერ აქვს მოგებული 1990 და 2014 წლებში. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.112205