რაგბის ჩემპიონთა თასზე „ლიონი“ სტუმრად „სარასენსთან“ 24:39 დამარცხდა, დავით ნინიაშვილმა კი ერთი ლელო მიითვალა.
ქართველმა მორაგბემ მე-15 წუთზე მეტოქის პასი ჩაჭრა და ჩათვლის მოედანზეც ბურთი თვითონვე დაამიწა. ნინიაშვილს ძალიან ეფექტური ლელო გამოუვიდა. თუმცა, ეს მის გუნდს გამარჯვებაში ვერ დაეხმარა.
„ლიონი“ A ჯგუფში 2 მოგებით და 2 წაგებით მესამე ადგილზე გავიდა, რითაც მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.