საფრანგეთის თასს 1/16-ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა „ბორდო“, რომელიც „ნიცასთან“ საკუთარ მოედანზე 2:3 დამარცხდა.
ტრავმის შემდეგ მოედანზე ზურიკო დავითაშვილი დაბრუნდა და საგოლე პასი მიითვალა. ის თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში 1:3 იყო, ხოლო მისი გადაცემის შემდეგ გაეტან ვეისბეკმა შორი მანძილიდან 76-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.