ფეხბურთი

21:50 | 20.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

მესი და დი მარია არგენტინის ნაკრებში 2024 წლის ოლიმპიადაზე პარიზში თამაშს გეგმავენ

ამერიკული „ინტერ მაიამის“ დიდვარსკვლავ ლიონელ მესის და პორტუგალიურ „ბენფიკას“ ნახევარმცველ ანხელ დი მარიას პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა სურთ - გვამცნობს DSports.

არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია მუშაობს საკითხზე რათა ფეხბურთელები ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში პარიზში გაემგზავრონ. სამწვრთნელო შტაბი ორივე მოთამაშის აზიურ ტურზე გამოძახებას გეგმავს, სადაც არგენტინის 23-წლამდელთა ნაკრები ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესი და დი მარია, სავარაუდოდ, ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ვარჯიშში მონაწილეობას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ ორივე მოთამაშემ უკვე მოიპოვა ოლიმპიური ოქროს მედლები 2008 წელს პეკინის თამაშებზე.

0.122017