ინგლისური ჩემპიონშიფის 28-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „ბრისტოლ სიტის“ ესტუმრა და 1:1 ეთამაშა. გიორგი საკმაოდ აქტიური იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს.
42-ე წუთზე ქართველი მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში და იასერ ასპრილიას ჩინებული პასი მისცა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კოლუმბილმა ვერ ივარგა.
მანამდე ანგარიში სტუმარმა ნიგერიელმა ტომ დელე-ბაშირუმ გახსნა. 25 წუთზე კი მასპინძელმა სქოთ თვაინმა გაათანაბრა.
მეორე ტაიმში ბრისტოლელები უკეთ გამოიყურებოდნენ და რამდენჯერმე გატანაც შეეძლოთ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა - 1:1.
„უოტფორდმა“ 40 ქულა მოაგროვა და მე-10 ადგილზე დგას. ლიდერი კი 65-ქულიანი „ლესტერია.“