„მეცის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ამხანაგურ მატჩში „ესპერანჟესთან“ (4:1) დუბლი შეასრულა.
ქართველმა ფეხბურთელმა სპარინგში თავის გამოჩენის შემდეგ, რომელიც მისთვის აგვისტოს მერე პირველი საკლუბო გოლები იყო, კომენტარი გააკეთა:
„სასიამოვნო იყო, ველოდი, რომ თამაშზე გადამწყვეტ გავლენას მოვახდენდი, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ამხანაგური მატჩი იყო. ჩემპიონატში საბრძოლველად უნდა ვიმუშაოთ. სასიამოვნო იყო გოლის და გამარჯვების გემოს განცდა“, - თქვა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ „მეცს“ ლიგა 1-ის ბოლო ხუთ ტურში ქულა არ მოუპოვებია, რის შედეგადაც 16 ქულით უკვე მე-16 ადგილზე ჩამოქვეითდა, რაც გასავარდნი პლეი-ოფის ზონაა, წინ კი, 27 იანვარს, „ნიცასთან“ საგარეო მატჩია. მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 4 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი (1 საგოლე პასი) და გუნდში ჯერ კიდევ მესამე გოლეადორია შეიკ საბალისა და აბდულიე ჯალოუს შემდეგ, რომელთა აქტივში 3-3 გოლია.