„ალ-ნასრის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატი საფრანგეთის ჩემპიონატზე უკეთესია. პორტუგალიელს ეჭვი არ ეპარება, რომ მალე საუდი პრო ლიგა ტოპ სამ ლიგას შორის იქნება.
„2023 წელს ყველაზე მეტი გავიტანე, საოცარი წელი და ისეთ ახალგაზრდა მხეცზე მეტი გოლი გავიტანე, როგორიც ჰოლანდია, რითაც ვამაყობ, რადგან 39 წლის ვარ. 22 წელია კრიტიკასთან ერთად ვცხოვრობ, ამან საშუალება მომცა უკეთესი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. კარიერის დასრულება? არ ვიცი, ეს როდის მოხდება, ალბათ მალე, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 10 წელში.
ვფიქრობ, საუდის არაბეთის ჩემპიონატი მსოფლიოში სამ საუკეთესოს შორის იქნება და არაბი ხალხი იამაყებს. საუდი პორ ლიგა არ არის ლიგა 1-ზე უარესი, უკეთესიცაა, უფრო კონკურენტუნარიანია, ვიდრე ლიგა 1, ამის თქმა შემიძლია ამ ჩემპიონატში გატარებული 1 წლის შემდეგ“, - თქვა რონალდუმ.