„ნაპოლი“ ბელრგადის „პარტიზანიდან“ ნიჭიერ სერბ შემტევს, მატია პოპოვიჩს დაიმატებს. ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია.
თუმცა, ის გუნდში არ დარჩება, რადგან სათამაშო პრაქტიკის მისაღებად „ფროზინონეში“ გაანათხოვრებენ. ამავე კლუბში იჯარით გადავა ალესიო ძერბინი, რომელსაც „ნაპოლიში“ მცირე სათამაშო დრო აქვს.
ორივე ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმებაზე „ფროზინონეში“ მომავალ სამშაბათს ელოდებიან.
აღსანიშნავია, რომ ძერბინმა გუშინ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში მხოლოდ 10 წუთი ითამაშა და დუბლი შეასრულა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ კლუბი მას შეინარჩუნებდა, მაგრამ ფეხბურთელი მანამდე იყო შეთანხმებული „ფროზინონესთან“, ასე რომ, გარიგება შედგება. ალესიო ამ კლუბს კარგად იცნობს, რადგან 2021-2022 წლების სეზონიც იქ გაატარა.
სხვათა შორის, იტალიური მედია წერს, რომ "ფროზინონე" დატოვა ქართველმა მცველმა აკაკი გიუნაშვილმა, რომელიც ზაფხულში ფოთის "კოლხეთიდან" იჯარით დაიმატეს. გიუნაშვილი მეორე გუნდში გამოდიოდა, სადაც 11 მატჩი ჩაატარა, მაგრამ პოპოვიჩისთვის არაევროკავშირელის ადგილის გამოსათავისუფლებლად კლუბმა ქართველი ფეხბურთელი "კოლხეთში დააბრუნა...