ფეხბურთი

13:59 | 19.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-ჰილალმა" ნეიმარი საუდის არაბეთის ჩემპიონატის განაცხადიდან წაშალა

„ალ-ჰილალმა“ ნეიმარი საუდის არაბეთის ჩემპიონატის განაცხადიდან ამოიღო. ეს გადაწყვეტილება კლუბში რენან ლოდის ტრანსფერის შემდეგ მიიღეს.

საქმე ისაა, რომ საუდის არაბეთში ლეგიონერებზე ლიმიტია - მოედანზე არ შეიძლება 8-მეტი უცხოელი ფეხბურთელი იყოს ერთი გუნდის რიგებში. „ალ-ჰილალს“ უკვე 9 ლეგიონერი ჰყავს, ამიტომაც, ნეიმარის განაცხადიდან წაშლით ლოდის განაცხადში შეყვანა შეძლეს.

საქმე ისაა, რომ ნეიმარს მძიმე ტრავმა აქვს, რის გამოც მომდევნო სეზონამდე დიდი ალბათობით ვერ ითამაშებს. ბრაზილიელს დაბრუნების შემთხვევაში მხოლოდ აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ან სხვა კონტინენტურ ტურნირებზე თამაშის უფლება ექნება, მაგრამ არა საუდი პრო ლიგაში, იქამდე, სანამ განაცხადში არ დააბრუნებენ.

ნეიმარმა „ალ-ჰილალის“ მაისურით მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო.

0.136597