„ნაპოლი“ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს და კიდევ ერთ ტრანსფერთან ახლოსაა.
ფრანგული მედიის ცნობით, „ზალცბურგის“ ცენტრალური მცველი ომარ სოლე იტალიურ კლუბში გადავა. საუბარია საიჯარო ხელშეკრულებაზე, მაგრამ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
„ნაპოლიმ“ იანვარში უკვე გაიფორმა პასკუალე მაძოკი და ჰამედ ჟუნიორ ტრაორე, ხოლო სირილ ნგონჟემ გუშინ სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.
ომარ სოლე აქამდე „ლავალსა“ და „ლიონში“ ირიცხებოდა. 23 წლის ფრანგი 2020 წლიდან „ზალცბურგის“ წევრია, რომლის რიგებში ჩატარებულ 90 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.