„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი.
„აძურის“ თავკაცი არ დაეთანხმა ჟურნალისტს, რომლის აზრით, ხვიჩას ახალ სქემაში უფრო მეტად მოუწია დაცვითი ფუნქციების შესრულება:
„არ ვიცი, რას გულისხმობთ. თუ გავიხსენებთ, სპალეტის პერიოდში დაცვით ფაზაში იგივე მოძრაობებს აკეთებდა. 3-4-3-ში სამი თავდამსხმელი იმავეს აკეთებს, რასაც 4-3-3-ში აკეთებს. ის დაგვეხმარა დაცვაში, როგორც შარშან აკეთებდა. მეორე ტაიმში სიმეონესთან უფრო ახლოს დავაყენე, მაგრამ ეს მექანიზმი არ ჩანდა, რადგან „ფიორენტინა“ პერსონალურ დაცვას თამაშობდა“, - აღნიშნა მაძარიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ფინალში 22 იანვარს „ინტერს“ ან „ლაციოს“ დაუპირისპირდება.