ფეხბურთი

1:08 | 19.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" იტალიის სუპერთასის ფინალში გავიდა

„ნაპოლიმ“ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში ფლორენციის „ფიორენტინა“ დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საუდის არაბეთში გამართულმა მატჩმა დიდი ინტერესი ნამდვილად ვერ გამოიწვია და პრაქტიკულად ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდა. ვალტერ მაძარიმ ტაქტიკა შეცვალა და 3-მცველიანი სქემით ითამაშა.

შეხვედრა ძალიან მოსაწყენი სანახავი იყო, გუნდები ნელ ტემპში თამაშობდნენ. ნეაპოლელები 22-ე წუთზე ჯოვანი სიმეონემ დააწინაურა, რომელამც ჟუან ჟეზუშის შესანიშნავი პასი გამოიყენა. საგოლე შეტევა ხვიჩა კვარაცხელიამ დაიწყო. ქართველი მთლიანობაში ჩრდილში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს, მას კარგი თამაში ნამდვილად არ ჰქონია. პირველი ტაიმის მიწურულს ფლორენციელებმა მაგარი შანსი განიავეს, როდესაც პენალტი ვერ გაიტანეს.

„ნაპოლიმ“ ბოლო ორი გოლი მატჩის მიწურულს გაიტანა და ორივე ალესიო ძერბინმა. ის შეცვლაზე ჩაერთო თამაშში და მალევე შეაგდო. სწორედ პირველი გოლის მომენტში თავის ტრავმა მიიღო და ექიმების დახმარება დასჭირდა. როდესაც მსაჯმა მას მოედანზე დაბრუნების უფლება მისცა, უმალვე „ფიორენტინას“ მცველს ბურთი მოპარა და დუბლიც გაიფორმა - სულ რამდენიმე წამის ინტერვალით მან თავი ორჯერ გამოიჩინა. ამრიგად, "აძურიმ" 3:0 მოიგო.

„ნაპოლი“ ფინალში 22 იანვარს ითამაშებს, მისი მეტოქე კი „ინტერი“ ან „ლაციო“ იქნება.

0.142545