აფრიკის თასის მეორე ტურში ნიგერიის ნაკრებმა მასპინძელი კოტ დივუარი 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ჟოზე პეშეიროს გუნდმა 55-ე წუთზე ვილიამ ტროსტ-ეკონგის მიერ გატანილი პენალტით მოიგო. მოედანზე იყო ვიქტორ ოსიმენიც, რომელიც 88-ე წუთზე შეცვალეს.
ნიგერიის ნაკრები ჯგუფს 4 ქულით ეკვატორულ გვინეასთან ერთად ლიდერობს, ხოლო კოტ დივუარს 3 ქულა აქვს. ბოლო ტურში ნიგერია აუტსაიდერ გვინეა-ბისაუს ეთამაშება, კოტ დივუარს კი კონკურენტ ეკვატორულ გვინეასთან მოუწევს დაპირისპირება.