„ალ-იტიფაკის“ მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა საუდის არაბეთის კლუბთან კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივების სურვილი გამოთქვა. არსებული ხელშეკრულების ვადა მას მომავალ ზაფხულს ეწურება - წერს ტვიტერში ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი.
წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ დაარწმუნა ინგლისელი სპეციალისტი, რომ გააგრძელებენ მის ფინანსურ მხარდაჭერას. კერძოდ, საუბარია ახალი ფეხბურთელების შეძენასა და კლუბის განვითარებაზე. ჯერარდი „ალ-იტიფაკს“ 2023 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს. მანამდე პროფესიონალური სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, „ლივერპულის“ ყოფილი კაპიტანი მუშაობდა „ასტონ ვილასა“ და „რეინჯერსში“ მუშაობდა. ჯერარდი ასევე წვრთნიდა „ლივერპულის“ ახალგაზრდულ გუნდს.
საუდის არაბეთის ლიგის 2023/2024 წლების სეზონის 19 ტურის შემდეგ, „ალ იტიფაქი“ 25 ქულით მერვე ადგილზეა.